მსოფლიო ლიდერები ისრაელში ახალი მთავრობის დამტკიცებას ეხმიანებიან

მსოფლიო ლიდერები ისრაელში ახალი მთავრობის დამტკიცებას ეხმიანებიან. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან, მჭიდრო თანამშრომლობას.

„გერმანიასა და ისრაელს ერთმანეთთან უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ და ჩვენ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცება გვსურს. ამის გათვალისწინებით, მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდროდ თანამშრომლობას“, - ნათქვამია ანგელა მერკელის განცხადებაში.

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ნაფტალი ბენეტს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან მუშაობას.

„ავსტრია ისრაელის, როგორც ებრაული და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგულია და მის გვერდით დარჩება”, - წერს კურცი „ტვიტერზე“.

ნაფტალი ბენეტსა და იაირ ლაპიდს ახალი მთავრობის ფორმირებას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბიც ულოცავს. მისი თქმით, მოუთმენლად ელის გაერთიანებულ სამეფოსა და ისრაელს შორის „უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით მათთან ერთად მუშაობას.“

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მას ნაფტალი ბენეტსა და იაირ ლაპიდთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა უნდა გამონახონ „კანადასა და ისრაელს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების გზები”, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე. ჯასტინ ტრუდომ ასევე მადლობა გადაუხადა ნეთანიაჰუს „წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორობისთვის".

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ცვლილება ისრაელის შიდა პოლიტიკის საკითხია და პალესტინის მოთხოვნები იგივე რჩება.

„ეს არის ისრაელის შიდა საქმე. ჩვენი პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. ჩვენ გვსურს პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება“, - განაცხადა აბასის პრესსპიკერმა ნაბილ აბუ რუდეინემ.

ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირებას ეხმიანება ბენიამინ ნეთანიაჰუ და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მალე დაბრუნდება.

„ჩვენ დავბრუნდებით - და უფრო სწრაფად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ”, - წერს ნეთანიაჰუ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა. ისრაელის „ქნესეთში“ ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი - წინააღმდეგ წავიდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს