თბილისის მერია - გლდანში, ლესელიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური მოწესრიგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა LED განათებები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით, 827 508 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა