გიორგი კანდელაკი - ნატო-ში წევრობის გაყინვა არის ფაქტიურ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ღერძი და ივანიშვილის პრინციპული გადაწყვეტილება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პრინციპული გადაწყვეტილების გამო, ნატო-ში არა თანამშრომლობის საკითხი, არამედ გაწევრიანების და წევრობის პოლიტიკური საკითხია გაყინული.

მისი თქმით, ფაქტიურ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მთავარ ღერძს ნატო-ში წევრობის გაყინვა წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ წევრები ბევრ სადღეგრძელოს ამბობენ ნატო-ზეც მათ შორის, მაგრამ სიმართლე და რეალობა ამ საკითხზე არის მძიმე. ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, არა თანამშრომლობის ნატო-სთან, არამედ წევრობის პოლიტიკური საკითხი, „ქართული ოცნების“ მიერ და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი, პრინციპული გადაწყვეტილება, არის გაყინული.

სწორედ ნატო-ში წევრობის გაყინვა არის კიდეც დე-ფაქტო, არა რიტორიკულ დონეზე, არამედ ფაქტიურ დონეზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ღერძი. ეს არის სიმართლე და ამის არ დანახვა იქნებოდა მძიმე შეცდომა“, - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა