ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა, რომელსაც ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.

სამიტის გახსნაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევების გადალახვა არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია.

“ჩვენ ვხვდებით ჩვენი ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს. გეოპოლიტიკური კონკურენციის, რეგიონალური არასტაბილურობის, კიბერთავდასხმების და კლიმატური ცვლილებების პერიოდში. არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს მარტო. მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მარტო არ არიან. ჩვენ ვდგავართ ერთად ნატო-ში. აქ წარმოდგენილი ქვეყნები მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები არიან, რომლებიც თითქმის 1 მილიარდ ადამიანს და მსოფლიოს ეკონომიკის ნახევარს და მსოფლიოს სამხედრო ძალის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ. როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი საფრთხის გადალახვა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება. ჩვენ დღეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ თავს გადავშლით,“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა