JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება.

„VBS-3 სიმულაციური სისტემები გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის მოსამზადებლად, ხოლო MILES I-HITS სისტემებით შესაძლებელია ბატალიონისა და მასთან ერთად მოწინააღმდეგის ძალების გამთამაშებელი ქვედანაყოფისთვის (ძალა-ძალაზე) საველე სწავლებების ჩატარება. სიმულაციური სისტემები საშუალებას მისცემს საწვრთნელ ქვედანაყოფებსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაზე მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ. ორკვირიანი კურსი პირველად იმართება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა