ჯო ბაიდენი - ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა - მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა

ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის გახსნამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში უფრო ცხადი ხდება, რომ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, ასევე ჩინეთს, რომელიც არ იქცევა იმის შესაბამისად, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ნატო კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი კი - „წმინდა ვალდებულებაა.“

„მსურს გარკვევით განვაცხადო, ნატო კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. 11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, ნატო-მ დაუყოვნებლივ დაგვიჭირა მხარი,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისათვის, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ალიანსის წევრებს ერთმანეთის დაცვას ავალდებულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა