კოტე ანანიაშვილი ბათუმის ოფისის გახსნაზე - გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, ვისაც სურს შეუერთდეს ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას

დღეს პარტია „საქართველოსთვის" პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა - ქალაქ ბათუმში. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე - გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელიც მოწადინებულია შეუერთდეს ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას და უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გაიხსნება ჩვენი რეგიონალური ოფისები ყველა რეგიონში" , - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე ანანიაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ოფისის გახსნის შემდგომ პარტიის წევრებმა ასევე განიხილეს პარტია „საქართველოსთვის" პროგრამული ხედვები, რომელსაც პარტია ამუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა