ანონსი  15 ივნისი

15 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) გამართავს კონფერენციას თემაზე - „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და გამოწვევები“.

კონფერენციას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები.

მის: კოსტავას ქ.N14, 01080, სასტუმრო „Rooms Hotels Tbilisi“-ის „Garden Hall“-ში.

15 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირება თვის ბოლოს იწურება - ხელისუფლების პასუხი; ფქვილის გაიაფების მიუხედავად, მეპურეები პურზე ფასს ვერ ინარჩუნებენ; რუსეთის ხორბალი და ფასები.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქრთველოსთვის" წევრები ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.

თემა: საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. გაიმართება დისკუსია და კითხვაპასუხი.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი/C III სართული

15 ივნისს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ჯგუფ VEON-ის წევრი - ბილაინი და საერთაშორისო კორპორაცია „ნოკია“, ბილაინის ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (ტერასა).

15 ივნისს 11:00 საათზე, პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი" ყოველწლიური საინფორმაციო გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრება.

მის: პროეფესიული კოლეჯი „სპექტრი", ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)

15 ივნისს, 11:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის პოლიტიკურ გარემოს შეაფასებს.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14; სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ი

15 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება - საქართველოს როლი კავკასიაში.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა" ჯგუფის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)

15 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება - საქართველოს როლი კავკასიაში.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ივნისს, 12:00 საათზე, 26 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, თბილისის წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სასტუმრო ‘Mercure Tbilisi Old Town’-ში (თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 9)

15 ივნისს, 12:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალები

საქართველოს პარლამენტი (პლენარულ სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოცდები 2021-ის რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

მის: უზნაძის 52

15 ივნისს, 13:00 საათზე, თელავში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები "სინოვაკის" ვაქცინით აიცრებიან.

მის: თელავი, ვ.სეხნიაშვილის N1, რეფერალური საავადმყოფო

15 ივნისს, 13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისი, დ.აღმაშენებლის #61

საკონტაქტო: 593 266 177

15 ივნისს, 13:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

15 ივნისს, 13.30 საათზე, "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - ნატოს სამიტი და საქართველოს წევრობის საკითხი.

მის: ბარნოვის 40

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

15 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული

15 ივნისს, 14:00 საათზე, ლევან ვასაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა "ე.რ.ი. - ერთობა, რაობა, იმედი"-ს ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: „თბილისი მარიოტი," თამარ მეფის დარბაზი.

საკონტაქტო: 599726565

15 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, N307)

15 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართება უფასო ტრენინგი სახელწოდებით „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“. მონაწილეობის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2T1KZmq.

მომხსენებლები: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი.

საკონტაქტო: 595 511 355; 591 050 989

15 ივნისს, 16:00 საათზე, ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი 20 ივნისის დაზარალებულებს შეხვდება.

მის: პარლამენტი. C კოპტუსი. VII სართული ოთახი 724

15 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ივნისს, 16:00 საათზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზ (A კორპუსი, -1 სართული)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა