იენს სტოლტენბერგი - ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ალიანსთან მეტი დაახლოების მიზნით ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას გააკეთებს ნატო უკრაინის დასახმარებლად, იენს სტოლტენბგერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას პრაქტიკულ დახმარებასა და თანადგომას ჰპირდება.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის შეძლებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგმა უპასუხა: "საქართველოსთან მიმართებაში მესიჯი იგივეა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მათ შორის არის თბილისში საწვრთნელი ცენტრი. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. მე კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო