ნატო-ს კომუნიკე - მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე - საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად

მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მიაღწია და უნდა მიაღწიოს საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე - საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად, - ამის შესახებ ნატო-ს კომუნიკეშია ნათქვამი.

როგორც მასშია აღნიშნული, ნატო მზად ვართ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხოდ.

ამასთან, კომუნიკეში საუბარია მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც ალიანსი მიესალმება.

"ჩვენ მივესალმებით ცოტა ხნის წინ მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ (Way Ahead for Georgia) და მხარს ვუჭერთ მის სრულ იმპლემენტაციას. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი რეფორმების საწინდარია, რომელიც დაეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, მიაღწიოს პროგრესს გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გამოვხატავთ მზაობას კვლავ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია (NGC) და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მიაღწია და უნდა მიაღწიოს საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე, რაც ეხმარება მას თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გასამტკიცებლად. საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. რუსეთის მზარდი დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხოდ მედეგობის გაძლიერების, წვრთნებსა და ოპერაციებში მონაწილეობისა და უსაფრთხო კომუნიკაციების გზით. ჩვენ ველით 2022 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას", - ნათქვამია კომუნიკეში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?