იენს სტოლტენბერგი - ჩინეთის მზარდი გავლენა და საერთაშორისო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ალიანსის უსაფრთხოებას

სამიტის დროს იენს სტოლტენბერგმა ჩინეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსის პოზიცია ერთიანია.

„სამიტის ფარგლებში ჩვენ მივმართავთ ჩინეთსაც. ჩვენ გვსურს ჩინეთთან თანამშრომლობა შეიარაღების კონტროლსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩინეთის მზარდი გავლენა და საერთაშორისო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ალიანსის უსაფრთხოებას. ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ასეთი გამოწვევების წინაში ალიანსის პასუხი უნდა იყოს ერთობლივი. ჩინეთთან ურთიერთობის დროს ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსისთვის პრობლემას წარმოადგენს ჩინეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება.

„მოვუწოდებთ ჩინეთს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და აღკვეთოს მსგავსი ფაქტები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოება“, - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა