ვლადიმერ პუტინი - აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია

აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC -სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ასე წარმომიდგენია, რომ ამერიკის ხელისუფლება მაინც გააგრძელებს ჩარევას სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ვეჭვობ, ამ პროცესის შეჩერება შეიძლებოდეს. მან ძალიან დიდი ზომები მიიღო“ , - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მისი მოწოდება ამერიკის ადმინისტრაციისადმი, მათ შორის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, არაფრად ღირს.

კრემლის ლიდერმა გამოთქვა აზრი, რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში: არც ამერიკა ჩვენ პოლიტიკაში, არც ჩვენ ამერიკის პოლიტიკაში და არც სხვა ქვეყნის პოლიტიკაში“ , - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდად განვითარდნენ. თუკი არსებობს კრიზისული სიტუაციები, ისინი თავად ქვეყნის შიგნით, გარედან ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა