კახა კალაძე - 2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი - არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლებში

2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მოცემულ პერიოდში, სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე.

„ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს - დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და მინდა გავიმეორო, რომ მარტო ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს და შეუძლებელია, იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე, თუ ზურგს არ გიმაგრებს ძლიერი გუნდი. გავთამამდები და ვიტყვი, არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში და ეს არის იმ დიდი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. შედეგიც სახეზეა და საზოგადოება ხედავს ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებულ საქმეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

განხორციელებული პროექტების დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

„როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება სრული რეაბილიტაცია და არა მხოლოდ ასფალტის საფარის, არამედ მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ელექტროსადენების მიწის ქვეშ ჩატანა, ახალი, გამწვანებული არეალების დამატება, გარეგანათების ახალი ქსელის დამატება და ა.შ.“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, 2018-2021 წლებში რეაბილიტირდა: კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, ბარათაშვილი აღმართი, რობაქიძის გამზირი, დუმბაძის გამზირი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ბარათაშვილის ქუჩა, ასევე, ლეხ კაჩინსკის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხოჭოს ტბის, კოსტავას, შარტავას, კანდელაკის ქუჩები, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის საავტომობილო გზა. ამავე პერიოდში მოეწყო: დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი - ნაფეტვრების გზის მონაკვეთი და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი