ირაკლი ზარქუა - დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

ზარქუა იმედოვნებს, რომ მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება და აღნიშნავს, რომ კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია.

„მგონია, რომ კახი კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია. არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, სტატისტიკითაც რომ ვიხელმძღვანელოთ, ასეა. ვიმედოვნებ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კახი კალაძე იყოს ისევ მერი, დარწმუნებული ვარ, 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს“, - განაცხადა ზარქუამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს