ვლადიმერ ზელენსკი - მადლობელი ვართ ნატოს წევრების ასეთი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელმაც სრულად დაადასტურა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება

უკრაინა დადებითად აფასებს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმა კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული.

„მადლობელი ვართ ნატო-ს წევრების ასეთი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელმაც სრულად დაადასტურა 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. ამასთან, ამჟამინდელი სამიტის გადაწყვეტილებაში არ არის ნატო-სთან ჩვენი დაახლოების მომდევნო ნაბიჯების კონკრეტული ვადები, რასაც ჩვენ ველოდით“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმების კურსს, იმისთვის, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან თავსებადობის სტანდარტები უფრო მეტად დააკმაყოფილოს. ის აცხადებს, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

”უკრაინას, რომელიც არ არის ნატოს წევრი, უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. აღმოსავლეთით რუსეთის აგრესიის მიმართ დაპირისპირება, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან, მთელი ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში ჩვენს მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დეტალურად ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან მომავალი ორმხრივი მოლაპარაკებების დროს განიხილავს, მათ შორის ჯო ბაიდენთან აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის დროს.

„გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უკრაინის როლი შესაბამისად უნდა შეფასდეს“, – ნათქვამია ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ ზელენსკი - მადლობელი ვართ ნატოს წევრების ასეთი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!