ჯო ბაიდენი - ვაპირებ, ვლადიმერ პუტინს განვუმარტო, რომ თუ ის აირჩევს იმოქმედოს ისე, როგორც წარსულში, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს დაგეგმილ შეხვედრაზე გარკვევით აუხსნის, რომ არსებობს სფეროები, სადაც ორ ქვეყანას თანამშრომლობა შეუძლია, მაგრამ თუ რუსეთი უარს იტყვის თანამშრომლობაზე და ჩვეულ საქმიანობას განაგრძობს, შეერთებული შტატები მას შესაბამისად უპასუხებს.

„ვაპირებ, ვლადიმერ პუტინს განვუმარტო, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, თუ ის აირჩევს - და თუ ის აირჩევს არ ითანამშრომლოს და იმოქმედოს ისე, როგორც წარსულში, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საქმიანობის გათვალისწინებით, მაშინ ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენი პასუხი შესაბამისი იქნება,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებზე, თუკი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება ან მოკლავენ, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს იქნება ტრაგედია, რომელიც პუტინის დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობას გააუარესებს.

„ნავალნის სიკვდილი კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ რუსეთი ნაკლებად ან საერთოდ არ აპირებს დაიცვას ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. ეს ტრაგედია იქნება და დააზარალებს მის ურთიერთობებს დანარჩენ სამყაროსთან, მათ შორის, ჩემთანაც,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, რუს კოლეგას მან „ღირსეული მეტოქე“ უწოდა.

„მე მას შევხვედრილვარ, ის არის გამჭრიახი, ხისტი და მე აღმოვაჩინე, რომ ის არის ღირსეული მეტოქე,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისათვის, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ ჟენევაში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - ვაპირებ, ვლადიმერ პუტინს განვუმარტო, რომ თუ ის აირჩევს იმოქმედოს ისე, როგორც წარსულში, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს