ინგლისში შეზღუდვების მოხსნა 19 ივლისამდე გადაიდო

ინგლისში „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპი თითქმის 1 თვით, 19 ივლისამდე გადაიდო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფონზე მიიღო, რაც კორონავირუსის „დელტა“, ე.წ. „ინდური ვარიანტით“, არის განპირობებული.

“ვფიქრობ, გონივრულია, რომ კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ოთხ კვირაზე მეტი დრო აღარ დაგვჭირდება,“- განაცხადა გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მეცნიერები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ თუკი შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი 21 ივნისს დაიწყებოდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შესაძლოა, იმ კოვიდინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებენ, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა