ტედროს ადანომ გებრეისუსი  - ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს - ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების 1 მილიარდი დოზა არასაკმარისია.

„ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი და უფრო სწრაფად გვჭირდება. ახლა ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს. ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ადამიანებს ვაქცინა ესაჭიროებათ და ესაჭიროებათ ახლა, და არა შემდეგ წელს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, „დიდი შვიდეულის“ მომავალი წლის სამიტამდე მსოფლიო მოსახლეობის 70%-ი იყოს აცრილი.

„ამის განსახორციელებლად ჩვენ 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლიათ ეს შესაძლებელი გახადონ,“- განაცხადა ჯანმოს-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გაერთანებულ სამეფოში გამართულ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.

იხილეთ ვიდეო:ტედროს ადანომ გებრეისუსი - ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო