დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე.

„ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა