ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, „ჩინეთის საფრთხის თეორიის“ გაზვიადება შეწყვიტოს

ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, „ჩინეთის საფრთხის თეორიის" გაზვიადება შეწყვიტოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი მტკიცებით, ნატო-ს სამიტზე გაკეთებული განცხადება ჩინეთის მშვიდობიანი განვითარების მიმართ ცილისწამებაა.

„ჩინეთი ყოველთვის მშვიდობიანი განვითარების ერთგულია. ჩვენ არავის ვუქმნით „სისტემურ გამოწვევას“, მაგრამ თუ ვინმეს სურს „სისტემური გამოწვევის“ წინაშე ჩვენი დაყენება, გულგრილი არ დარჩებით“, - ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინდელ სამიტზე ნატო-ს ლიდერებმა ჩინეთის მიმართ მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს. „ჩინეთის გამოხატული ამბიციები და დაჟინებული ქცევა წარმოადგენს სისტემურ გამოწვევებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და ალიანსის უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების კომუნიკეში.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, "ჩინეთის საფრთხის თეორიის" გაზვიადება შეწყვიტოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს