რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე - დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე შეთანხმების მიღწევა მოხდება

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ, თუმცა მოლაპარაკებები მაინც მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული. მე ამ შეხვედრას პრაქტიკულად ოპტიმიზმით ვუყურებ”, - განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, თეთრი სახლის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანთან, შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.

კრემლის თანაშემწის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორის არის ბირთვული სტაბილურობა, კლიმატის ცვლილებები, კიბერუსაფრთხოება, ასევე რუსეთის ციხეებში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის ციხეებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ბედი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა