ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ლიდერები განიხილავენ საკითხთა ფართო სპექტრს, როგორიცაა - კორონავირუსი, კლიმატი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტექნოლოგიები, საგარეო საკითხები და საერთო ღირებულებები.

სამიტის დასასრულს ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა