„საყდრისის კომიტეტი" ახალ კამპანიას - „ჩემი ხმა ვარძიას" იწყებს

ჩემი ხმა ვარძიას! საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი" იწყებს ახალ კამპანიას - „ჩემი ხმა ვარძიას", რომელიც მიზნად ისახავს ვარძიისთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

მათივე ცნობით, კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიის საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა 25 მაისს მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გახდა გამარჯვებული, ახლა ჯერი კიდევერთ პრიზზე - ევროპის „საზოგადოების რჩეულზეა", რომელსაც "ევროპა ნოსტრა" ხმის მიცემით გამოავლენს.

„2021 წლის 23 სექტემბერს, პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი გამოვლინდება, თუმცა მანამდე ვარძია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებს.

მოგიწოდებთ, 5 სექტემბრის ჩათვლით ვუგულშემატკივროთ და ჩვენი ხმა მივცეთ ვარძიას. ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/

ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 სექტემბერი; ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. „ჩემი ხმა ვარძიას" - ფარგლებში „საყდრისისკომიტეტი" სექტემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

2019 წლის ივნისში „საყდრისის კომიტეტმა" დაიწყო კამპანია - „ჩემი ხმა მუცოს", რომელიც მიზნად ისახავდა მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

2019 წლის 29 ოქტომბერს პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელი მუცო ევროპის "საზოგადოების რჩეული" ძეგლი გახდა. კამპანია „ჩემი ხმა მუცოს" ფარგლებში ივნისიდან სექტემბრამდე „საყდრისის კომიტეტიმა" ხმა მიაწვდინა 84,393 ადამიანს.

პოსტერი შექმნილია სპეციალურად კამპანიისთვის - "ჩემი ხმა ვარძიას" (ავტ - თეონა ბექაური)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა