Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.39 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 26.3 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.39 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 15.6%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 36.3 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 892 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 310 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 301 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 258 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა, ევროკავშირში 24.7%, აშშ-ში კი - 43.7%.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს