შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ მიმართა.

სიჭინავას თქმით, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის პროცესში, უმნიშვნელოვანესია მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარებოდეს სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციული ტვირთების გამოვლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს , ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას.

„ფორუმის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით საავტორო უფლების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც მომავალში პროდუქტის იდენტურობის დადგენის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს და საბაჟო დეპარტამენტს ამ პროცესში, როგორც პირველ ხაზს, იმპორტირებული საქონელის კონტროლის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“, - განაცხადა სიჭინავამ.

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმის მიზანია, ერთობლივი მონიტორინგისა და ადმინისტრირების გზით, სხვადასხვა უწყებებებს შორის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის დანერგვა, ასევე წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კონტრაფაქციული პროდუქციის იდენტიფიცირების მიზნით, უახლესი რისკების შეფასების მოდულების გამოყენებით, სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მიმართ, თანმხლები დოკუმენტაციის ანალიზი.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, პატენტრწმუნებულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა