საფრანგეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების 2-4%-ი „ინდურ ვარიანტზე“ მოდის

საფრანგეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების 2-4%-ი „დელტა“, ე.წ. „ინდურ ვარიანტზე“ მოდის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ყოველდღიურად „ინდური შტამით“ ინფიცირების 50-150 შემთხვევა დასტურდება.

„ჩვენ ვირუსისა და პანდემიის განადგურების პროცესში ვართ და არანაირად არ უნდა დავუშვათ, რომ ინდურმა ვარიანტმა პანდემიის კიდევ ერთი ტალღა გამოიწვიოს,” - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისათვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში საფრანგეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად შემცირდა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში, საერთო ჯამში, 5.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 110 454 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო