რომან გოცირიძე - თუ არ აჩვენე, რომ შენს ქვეყანაში არის სასამართლო და არა ივანიშვილის ჯიხური, არავინ მიგიღებს ნატო-ში

თუ არ აჩვენე, რომ შენს ქვეყანაში არის სასამართლო და არა ივანიშვილის ჯიხური, არავინ მიგიღებს ნატო-ში, ნატო-ში გაწევრიანებისთვის აქ უნდა გატარდეს რეფორმები, ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი და არ უნდა ვიყურებოდეთ ცალი თვალით რუსეთისკენ, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ნატო-ს გუშინდელ სამიტს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინას, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მკაცრი და მკაფიო განცხადებები ჰქონდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლება 8 წელიწადია თავჩაღუნულო დგას, ერთ ადგილას იტკეპნება, კარზე დაკაკუნებასაც კი ვერ ბედავენ, ან როგორ უნდა დააკაკუნო, როცა კარი ღიაა. ღია კარის პოლიტიკა განმეორდა კვლავაც ნატო-ს სამიტზე, შევარდნაძეს შეიძლება ეთქვა, რომ ნატო-ს კარზე უნდა დავაკუნოთო, მაგრამ 30 წელიწადი გავიდა და არაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და აქ მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები, უკარგავს საქართველოს აქტუალობას და ნატო-ში გავწევრიანბის პერსპექტივას,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა