თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს სამხედრო პოლიციის დღეა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

სიტყვით მიმართვისას გენერალმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მასტერ-სერჟანტი კახა ფარჯიანი დაკისრებული ამოცანების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის დააჯილდოვა. ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა პოლიციელებს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის გადასცა. სერჟანტთა კატეგორია კი, მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა დააჯილდოვა. დღესვე სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელები მიიღეს.

სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. ამ მხრივ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო პოლიცის ქვედანაყოფებთან და ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით ერთობლივ სწავლებებს გადიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმებაა გაფორმებული, რაც სამხედრო პოლიციის ისტორიის მანძილზე უპრეცედენტოა. პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატო-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატოში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატო-სთან თავსებადობას გააღრმავებს

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს სამხედრო პოლიციის დღეა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

სიტყვით მიმართვისას გენერალმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მასტერ-სერჟანტი კახა ფარჯიანი დაკისრებული ამოცანების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის დააჯილდოვა. ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა პოლიციელებს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის გადასცა. სერჟანტთა კატეგორია კი, მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა დააჯილდოვა. დღესვე სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელები მიიღეს.

სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. ამ მხრივ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო პოლიცის ქვედანაყოფებთან და ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით ერთობლივ სწავლებებს გადიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმებაა გაფორმებული, რაც სამხედრო პოლიციის ისტორიის მანძილზე უპრეცედენტოა. პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატო-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატოში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატო-სთან თავსებადობას გააღრმავებს

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო