მედია - რუსეთმა სვეტლანა ტიხანოსვკაია ძებნილთა სიიდან ამოიღო

რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ბელარუსის ხელისუფლების ინიციატივით მოხდა.

შეგახსენებთ, ტიხანოვსკაიამ ბელარუსი გასულ წელს მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციების დარბევა დაიწყო, რომლის მონაწილეებიც მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნებში რეალურად ოპოზიციის კანდიდატმა, ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. სვეტლანა ტიხანოსვკაია ამჟამად ლიეტუვას აფარებს თავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო