ზაზა ვაშაყმაძემ რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რუმინეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან რუმინეთის მხარდამჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები განიხილეს.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და მის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება და ქართული ტოლერანტობის მაგალითს წარმოადგენს მეიდანში თავმოყრილი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური სალოცავები.

რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური თავისუფლება. ამ კუთხით საქართველო და რუმინეთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, რაც განაპირობებს საზოგადოების თავისებურებებს და მის ხასიათს.

ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები, მან მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მომავალში სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა