ნიკა მელიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა

ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრას საბჭოს ვიცე - პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე და რუსეთის გაზრდილ გავლენებზე რეგიონში. ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხაზი გაესვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობას მომავალი არჩევნებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა