ანონსი 16 ივნისი

16 ივნისს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის კინოდარბაზში ახალი კვლევის „საპარლამენტო კონტროლი (2019-2020 წლების შეფასება)" პრეზენტაციას გამართავს და რეკომენდაციებს წარადგენს პარლამენტის საზედამხედველო როლის, მათ შორის ოპოზიციის გაძლიერების კუთხით.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.8

16 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი, საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).

16 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარტნიორი ელჩების შეხვედრა გაიმართება გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16 ივნისს, 12:00 საათზე, რუსთავში, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროექტის „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში" (SEAG) ფარგლებში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებთან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

მის: კაფე „კაფუნე“. წმინდა ნინოს ქუჩა #1

საკონტაქტო: ელენე ამაღლობელი - 558 194 373

16 ივნისს, 12:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ხათუნა ბრეიზილ-წერეთელი კერძო საკუთრებაზე უფლების აღსადგენასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: ბათუმი, 26 მაისის ქ.#31.

საკონტაქტო: 595 60 00 00

16 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი

16 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

16 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

16 ივნისს, 13:30 საათზე, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო" საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების მასშტაბური კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს და თბილისის ღია უნივერსიტეტთან ერთად ადამიანის უფლებათა მედიალაბორატორიას გახსნის.

მის.: უნივერსიტეტის ქუჩა #2 ( თბილისის ღია უნივერსიტეტში ).

საკონტაქტო: მაია ბოკერია - 577 139 906;

16 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ.N24

16 ივნისს, 14:00 საათზე, ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

მის: ქ. ქუთაისი. განჯის ქ. N12

16 ივნის, 14:00 საათზე, „თბილისი მარიოტში" ლევან ვასაძე და აშშ-ს საზოგადო მოღვაწე, საქართველოში სტუმრად მყოფი „მსოფლიო საოჯახო კონგრესის" თავმჯდომარე ბრაიან ბრაუნი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: „თბილისი მარიოტი," თამარ მეფის დარბაზი.

საკონტაქტო: 599 72 65 65

16 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ადგილი: ქალაქი ახალციხე.

16 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

16 ივნისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

16 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის მერი საზეიმოდ გახსნის დედაენის ბაღს და ახლომდებარე რეაბილიტირებულ სივრცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა