ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 16 ივნისს, ჟენევაში, დაგეგმილი შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული.

შეხვედრის დღის წესრიგს რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე აშშ-ის, რუსეთის და შვეიცარიის პრეზიდენტების - ჯო ბაიდენის, ვლადიმერ პუტინისა და გი პარმელენის ერთობლივი ფოტოსესია იგეგმება. 13:15 საათზე დაიწყება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები შენობის პირველ სართულზე, ბიბლიოთეკის ოთახში. 14:30 საათზე დაგეგმილია რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დაწყება გაფართოებული შემადგენლობით. 16:15 საათზე დაიწყება მოლაპარაკებების მეორე ნაწილი გაფართოებული ფორმატით. თეთრმა სახლმაც და კრემლმაც დაადასტურეს, რომ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გეგმავენ. ამის ნაცვლად, ისინი შეხვედრის შედეგებზე ცალ-ცალკე ისაუბრებენ. პუტინის პრესკონფერენციის დაწყება დაგეგმილია 18:00 საათზე. პრეზიდენტების შეხვედრას ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს. მე-18 საუკუნის ვილა ქალაქის უდიდეს პარკში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ჯო ბაიდენი ჟენევაში უკვე ჩაფრინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა