საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდულ პროექტებს ევროკავშირის გრანტი გადაეცემათ

რუსთავში, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროექტის „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში" (SEAG) ფარგლებში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებთან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ღონისძიება 16 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული ახალგაზრდული სოციალური საწარმოების პირველ ჯგუფს წარმოადგენენ: „კაფუნე", „კოდალა", „ცოდნის კაფე", „ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და შრომითი მიგრაციის პრევენციის ცენტრი", „მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი", „ნუცარტი" და „ჯულია", რომლებიც ოპერირებენ: ტურიზმის, ჰორეკას, ხელნაკეთი ნივთების, სათამაშოების წარმოების, საგანმანათლებლო, კერვისა და მექანიზაციის მიმართულებით.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ღია და კონსტრუქციულ გარემოში გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და იდეები საქართველოში ახალგაზრდა სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

მთლიანობაში, 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, SEAG-ის პროექტის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 68 ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და სტარტაპმა მიიღო კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთის რეგიონებიდან.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი SEAG პროექტი უნიკალურ შანსს აძლევს საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად უზრუნველყონ არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება. პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა