ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჟენევაში უკვე ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაშია, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან 16 ივნისს პირისპირ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან, ეროვნული უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში თანაშემწეებთან გაიარა კონსულტაცია, ფართოდ გაეცნო სხვადასხვა მასალებსა და გაანალიზა, თუ რაზე უნდა ესაუბროს რუსეთის ლიდერს შვეიცარიის მე-18 საუკუნის ვილაში, ტბის ნაპირზე შეხვედრის დროს.

„ის ჭკვიანია და მე აღმოვაჩინე, რომ ის ღირსეული მოწინააღმდეგეა“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე.

მან უარი განუცხადა ჟურნალისტებს ეთქვა, კონკრეტულად რას გადასცემს ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე, რომელიც ხვალ შუადღისით დაიწყება.

„ვაპირებ, გავაგებინო პრეზიდენტ პუტინს, რომ არის სფეროები, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა, თუკი ის ისურვებს, ხოლო თუ ის გადაწყვეტს არ ითანამშრომლოს და ისე იმოქმედებს, როგორც ადრე კიბერუსაფრთხოებასთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ ვუპასუხებთ“ , - განაცხადა ბაიდენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა