აზერბაიჯანმა და თურქეთმა სამოკავშირო ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ შუშაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამოკავშირო ურთიერთობების შესახებ.

„ეს დეკლარაცია წამოწევს ჩვენ ურთიერთობებს ყველაზე მაღალ დონეზე. დღეისთვის ჩვენ შევქმენით ხარისხობრივად ახალი კავშირი და ამ დეკლარაციის ყველა პუნქტი წარმოადგენს გარანტიას ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შეჯამებისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მსოფლიო არენაზე წარმოადგენენ ყველაზე ახლოს მყოფ ქვეყნებს, რომელთა ერთობა აიხსნება ისტორიით, კულტურით, საერთო ეთნიკური ფესვებით, ენით, რელიგიით და ეროვნული ფასეულობებითა და ინტერესებით.

მისი თქმით, შუშის დეკლარაციის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში.

„დეკლარაციაში ასახულია მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთები, როგორებიც არის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, სპორტი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა. ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ორ მათგანზე შევჩერდებოდი. ეს არის აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვით წარმოებაში და ურთიერთ სამხედრო დახმარება“, - განაცხადა ალიევმა.

მან დოკუმენტის ხელმოწერას ისტორიული მიღწევა უწოდა.

შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შუშაში საკონსულო განყოფილებას გახსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო