ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია.

ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.

”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის, ღაზას სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე”,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

პალესტინელების გაღიზიანება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ აღლუმი თავდაპირველად 10 მაისს, იერუსალიმის დღის აღსანიშნავად, უნდა გამართულიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა