კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებული მდგომარეობის „დაძაბვა“ გამოიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა წელს გაუმჯობესდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიისადა ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა.“

Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინმა მმართველი „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა. მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში საერთო ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მთლიანი სამრეწველო წარმოება წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ტაიფუნისა და კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის გამო ქვეყანაში ხალხის საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული მდგომაროება თანდათან იძაბება.

„ხალხის კვებასთან დაკავშირებული მდგომარეობა იძაბება, რადგან სოფლის მეურნეობის სექტორმა ვერ შეასრულა მარცვლეულის წარმოების გეგმა შარშან ტაიფუნისგან მიყენებული ზარალის გამო“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სააგენტო KCNA-ის ცნობით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ წელს მთელს ძალისხმევას მეურნეობაზე და კოვიდ -19-ის პანდემიის დაძლევის გზებზე მიმართავს.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა შიდა მოგზაურობა. „კოვაქსში“ აცხადებენ, როკ მზად არიან, ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიონი დოზა მიაწოდონ, თუმცა მიწოდება გაჭიანურებული კონსულტაციების ფონზე ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო