გიორგი ვაშაძე - როგორც კი საკომიტეტო მექანიზმი ოპოზიციის ხელში იქნება, მერე ნახეთ პარლამენტში სამუშაო პროცესი

„ქართული ოცნება“ შეეცდება, ოპოზიციას მათი ჭკუით ყველაზე მარტივი კომიტეტები გადასცეს, მაგრამ რა კომიტეტიც არ უნდა იყოს, როგორც კი საკომიტეტო მექანიზმი ოპოზიციის ხელში იქნება, მერე ნახეთ სამუშაო პროცესი პარლამენტში - ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, ყველა კომიტეტი პრიორიტეტია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძე პარლამენტის იმ კომიტეტებს ასახელებს, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობა ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ოპოზიციას უნდა დაეთმოს. ვაშაძის თქმით ეს კომიტეტებია: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

„არა ჩვენი მოთხოვნით, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევით შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში კონკრეტული პოზიციები უნდა ჰქონდეს, რათა განსხვავებული აზრი უფრო მკაფიოდ წარმოადგინოს. ვფიქრობ, ამ თემაზე დისკუსია უახლოეს პერიოდში დაიწყება. ოპოზიცია მეტ ბერკეტს აიღებს, რომ ეს მათრახი, წკეპლა ხელში დავიჭიროთ და ეს უქნარა, არაფრისმაქნისი მთავრობა და უმრავლესობა ამოვქოქოთ და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულები გავხადოთ. ვფიქრობ, უახლოეს ერთ კვირაში ამაზე დისკუსია უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა