გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა - მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში

„ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა - მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან,რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საქმიანობის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულება ნულოვანია, ხოლო რეგლამენტი ისეა აწყობილი, რომ ოპოზიციას რაც შეიძლება ნაკლები უფლება ჰქონდეს, მთავრობას ანგარიშვალდებულება მოსთხოვოს.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარია პარლამენტი და არა მთავრობა. პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს და რომ იმუშაოს, ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს. საქართველოში პარლამენტი არის უფუნქციო. მთავრობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე ისე უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან, მათსავე ანგარიშში წარმოდგენილ სტატისტიკურ ციფრებს არ გვეუბნებიან. მაგალითად, განათლების და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს არა აქვთ მარტივი სტატისტიკა: რამდენი სკოლა გარემონტდა და რამდენია გასარემონტებელი, როცა პარლამენტში სასკოლო დაწესებულებების რემონტის ანგარიშით მოდის. ეს ფორმალობა, რაც აქამდე პარლამენტში იყო, უნდა დავასრულოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა