კვლევა - „რეგენერონის“ მედიკამენტმა ჰოსპიტალიზებულ მძიმე კოვიდპაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეხუთედით შეამცირა

კომპანია „რეგენერონის“ მედიკამენტმა ჰოსპიტალიზებულ მძიმე პაციენტებში, რომელთა ორგანიზმშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ იყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეხუთედით შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კერძოდ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ 10 000-მდე ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ - Recovery, აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ანტისხეულები არ ჰქონდათ, 30% -დან 24% -მდე შემცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 პაციენტში 6 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ამასთან, 4 დღით შემცირდა პაციენტების საავადმყოფოებში მკურნალობის დრო.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „რეგენერონის“ მიერ შექმნილმა მონოკლონური ანტისხეულების კომბინაციამ დადებითად იმ პაციენტებზე იმოქმედა, რომელთა ორგანიზმი კორონავირუსის ინფექციის საპასუხო ანტისხეულები არ იყო. პრეპარატს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათზე, ვისაც ანტისხეულები უკვე ჰქონდა. ამიტომ, მეცნიერები აცხადებენ, რომ მძიმე ავადმყოფების საავადმყოფოებში მიღებისას ანტისხეულების სტატუსის შემოწმება, შესაძლოა, ნორმად იქცეს.

„რეგენერონის“ პრეპარატი წარმოადგენს ორი მონოკლონური ანტისხეულის -კაზირივიმაბისა და იმდევიმაბის კოქტეილს, რომლებიც ვირუსს ბლოკავს და უჯრედებში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს