Reuters - ევროკავშირმა რუსული ვაქცინის დამტკიცება გადადო

ევროკავშირმა რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „სპუტნიკის“ - დამტკიცება გადადო, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საკითხში გარკვეულმა პირებმა სააგენტოს განუცხადეს, რუსული ვაქცინის დამტკიცების გადადების მიზეზი ის გახდა, რომ საჭირო მონაცემები ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში, 10 ივნისამდე არ წარუდგინეს.

„სპუტნიკის“ დამტკიცება, სავარაუდოდ, სექტემბრამდე, ან შესაძლებელია წლის ბოლომდეც კი, გადაიდო “, - განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.

ცნობისათვის, ევროპული მედიკამენტების სააგენტოს რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაისში ან ივნისში უნდა მიეღო. ევროკავშირის ორმა ქვეყანამ - უნგრეთმა და სლოვაკეთმა - მოსახლეობის ვაქცინაციისთვის „სპუტნიკის“ გამოყენება უკვე დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მედიკამენტების სააგენტოს ვაქცინა ჯერ ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო