ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი - პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს: თუკი კვლავ დაესხმება თავს მეზობელს, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ

პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს ჩვენგან, რომ თუ ის ქვეყნებს გაზით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც ევროპარლამენტის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით ჩვენგან პუტინს, რომ თუ ის ქვეყნებს გაზით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს. თუკი კვლავ დაესხმება თავს მეზობელს, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ. რამდენჯერაც ის ან ლუკაშენკო მოკლავს ან გაიტაცებს ოპონენტს, ჩვენ გავაორმაგებთ დახმარებას რუსი და ბელარუსი დემოკრატებისთვის,“- აცხადებს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ჟენევაში დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:35 საათზე დაიწყება და დაახლოებით 5 საათს გაგრძელდება. პრეზიდენტების შეხვედრას ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს. თეთრმა სახლმაც და კრემლმაც დაადასტურეს, რომ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გეგმავენ. ამის ნაცვლად, ისინი შეხვედრის შედეგებზე ცალ-ცალკე ისაუბრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა