ბადრი ჯაფარიძე - ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გამოთქმული კიდევ ერთი მხარდაჭერა, ეს ახლა უნდა გადაიზარდოს კონკრეტულ ნაბიჯებში

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ახლა მათი მხარდაჭერა კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა გადაიზარდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის პროვოკაციაზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გამოთქმული კიდევ ერთი მხარდაჭერა, ეს ახლა უნდა გადაიზარდოს კონკრეტულ ნაბიჯებში, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დაჩქარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, იგულისხმება ნატო, ევროკავშირის მიმართულებით ინტეგრირების გაღრმავება. ეს არის ერთადერთი სწორი რეაქცია რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებზე და იმაზე, რომ ისინი აბსოლუტურ იგნორირებას ახდენენ ამ მოწოდებების. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების ინგორირება ხდება რუსეთის მიერ, ამაზე ერთადერთი პასუხი არის საქართველოს ინტეგრირების დაჩქარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, სხვა შემთხვევაში, რუსეთი ამას იღებს როგორც მოცემულობას, რომ მათ შეუძლიათ შეაფერხონ საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში და მათი მხრიდან პროვოკაციები კიდევ უფრო გახშირდება. ამიტომ, ერთადერთი სწორი პასუხი რუსეთის მხრიდან ასეთ მოქმედებებზე არის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დაჩქარება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და გმობენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა