მეუფე იაკობი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 40-ზე მეტი აღმზრდელი იყო და ამ ეტაპზე 19 დარჩება - თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში 40-ზე მეტი აღმზრდელიდან ამ ეტაპზე 19 დარჩება. ამის შესახებ მეუფემ, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მეტი თანამშრომლის ყოფნა საჭირო არ არის.

„ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე ვინ შემოვა, ვინ არა.

ბავშვებმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ამდენი ბავშვი იყო ერთად და უცბად ბევრი წავიდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ, მიხვიდე და კიდევ კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა და სხვა არაფერი.

19 აღმზრდელი რომ რჩება ვიცი და რამდენი მიდის ზუსტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო.

ვისზეც მექნება ინფორმაცია რამე დარღვევაზე, არავის არ ვკითხავ ისე გავუშვებ. დღესდღეობით მეტი ადამიანის საჭიროება აქ არ არის. გადარჩევა მოხდება შემდეგ, ახლა დროებით მიდიან შვებულებაში და გადავხედავ სიტუაციას. ვინც უნდა დარჩეს დარჩება, ვინც არ უნდა დარჩეს არ დარჩება.

არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა. თქვენც თუ დატოვებთ აქაურობას, ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება“ , - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, გაეცნო საქმის მასალებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადროს.

„გავეცანი რაღაც-რაღაც მასალებს და რასაც გავეცანი იმაზე აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადროს. მე რომ ამ ყველაფერს მოვრჩები, ყველას გეტყვით. საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი- რადგან ამდენი ბავშვი გაიყვანეს საჭიროება არ იქნება, მეორე - თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ“ , - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს თბილისში შეხვდება.

„მე პირადად არასდროს მითქვამს არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში აუცილებლად, არ მაქვს პრობლემა, თუნდაც ხვალვე შევხვდები საპატრიარქოს უნივერსიტეტში“ , - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა