რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კავკასიაში სისხლმდენი ჭრილობა შეხორცდა, ამით რეგიონის ყველა ქვეყანა ისარგებლებს

დღეს ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ვარ ძვირფასი აზერბაიჯანის მილი მეჯლისში, რომელმაც გაათავისუფლა ყარაბაღი, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის გათავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

„30 წლის განმავლობაში ჩემი აზერბაიჯანელი ძმები დევნილები იყვნენ თავიანთი მიწებიდან. 30 წლის შემდეგ ამ მიწებს კვლავ დაუბრუნდნენ ისინი, ვისაც ეს მიწები ეკუთვნით , “- განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც ყარაბაღში კონფლიქტის გაგრძელება სურდათ, ამ კონფლიქტისგან სარგებლობდნენ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემს ძვირფას ძმას ილჰამ ალიევს, რომელმაც დიდებული ლიდერობა გამოიჩინა და აზერბაიჯანს მოუტანა ეს გამარჯვება და მშვიდობა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა