თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც

კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები „საკმარისად საიმედოდ იცავს“ კორონავირუსის „ინდური შტამისგანაც“.

„მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც - „ბრიტანულ შტამზე“ ეს შემიძლია ვთქვა, ინდურზე ჯერ არა. მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა „ინდური შტამისგან“ ვაქცინები და იცავს თუ არა კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. არის მთელი რიგი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ დიახ, იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს და თუნდაც „ბრიტანული შტამის“ დროს, თუმცა წამყვანი ვაქცინები, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს „ინდუმი შტამისგანაც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა