აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  დელეგაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს სტუმრობდა

უახლოეს პერიოდში საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) ერთად იგეგმება ზოგად მოსახლეობაში C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის მეორე საკონტროლო კვლევის ჩატარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეფასდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ზეგავლენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელებაზე. ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა აღნიშნა.

მათი ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს Paige Armstrong-ს და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა, ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციები.

„Paige Armstrong-მა აღნიშნა საქართველოს, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველი სამოდელო ქვეყნის წარმატებები, მისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების დიდი დაინტერესება პროგრამის შედეგებით, აგრეთვე იმ სამეცნიერო კვლევებით, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.

Paige Armstrong-მა აღნიშნა აგრეთვე, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) ერთად იგეგმება ზოგად მოსახლეობაში C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის მეორე საკონტროლო კვლევის ჩატარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეფასდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ზეგავლენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელებაზე. მანვე აღნიშნა, რომ შემდეგ კვირაში იგეგმება პროგრამის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნება, რომ ჯანმო საქართველოში, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანაში, გეგმავს კვლევას ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის შესაფასებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა