ვლადიმერ პუტინი - შევთანხმდით, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას საკუთარი საქმიანობის ადგილზე, მოსკოვში ამერიკელი ელჩებისა, ხოლო ვაშინგტონში რუსი ელჩებისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობის ადგილებს, ხოლო კონკრეტულად როდის, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი. ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის. აქ არის სასაუბრო, დაგროვდა ბევრი თემა. მგონია, რომ ორივე მხარე, მათ შორის აშშ განწყობილია, რომ იპოვოს გამოსავალი“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში შედგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა