ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლას გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია განსახილველი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხი განიხილეს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯო ბაიდენი თანხმდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი ძირითადად მინსკის მოლაპარაკებებით უნდა დარეგულირდეს.

„რაც ეხება უკრაინას, ამას შეეხო საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დეტალურად. მაგრამ, როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ძირითადი დარეგულირება უნდა მოხდეს მინსკის შეთანხმებით“, - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ არაფერია განსახილველი.

„რაც შეეხება საკითხს უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლაზე, ამ თემას შევეხეთ გაკვრით და აქ არაფერია განსახილველი“, - განაცხადა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს